აღნიშნული III კლასის სპორტული-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის საჭირო გახდა შემდეგი ეტაპების გავლა:
○ მიწის ნაკვეთზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმება
○ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა
○ შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
○ მშენებლობის ნებართვის მოპოვება
პროექტის მიხედვით შენობა წარმოადგენს 2 სართულიან ნაგებობას, რომელსაც დამატებით გააჩნია ეზოში განთავსებული აუზი.
აბსოლუტური 0.00 ზღვის დონიდან არის 636.31 მ. შენობაში განთავსდება: კომერციული, დამხმარე, საოფისე და საზაფხულო ფართობები. შენობის სტრუქტურას წარმოადგენს რკ/ბეტონის გაძლიერებულ ფილა-საძირკველზე დაფუძნებული გაძლიერებული რკინა-ბეტონის სვეტების და კოჭების, სტრუქტურული ჩარჩო, რომელიც შემოსაზღვრულია ბლოკის კედლების შემავსებლით. შენობას აქვს ნაწილობრივ დახრილი სახურავი რომლზეც გამოყენებულია თეთრი სენდვიჩპანელის სახურავი შემომზღუდავად და შენობის ნაწილი გადახურულია ტერასით. ღიობებისთვის კი გამოყენებულია ალუმინის ორმაგი მინაპაკეტის ფანჯრები კარებები და ვიტრაჟები.
მომზადებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
▪️ არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფია
▪️ დასაბუთების ელექტრონული ფაილი
▪️ საინჟინრო გეოლოგიური კვლევა
▪️ საინჟინრო გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
▪️ არქიტექტურული პროექტი
▪️ კონსტრუქციული სქემა/პროექტი
▪️ კონსტრუქციული პროექტის გაანგარიშება ლირა საპრის გამოყენებით
▪️ კონსტრუქციული სქემა/პროექტის საექსპერტო შეფასება
▪️ მშენებლობის ორგანიზების პროექტი
▪️ ტაქსაცია - მწვანე ნარგავების აღწერა/საექსპერტო დასკვნა
▪️ დენდროლოგიური პროექტი
▪️ საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემები შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით
▪️ სახანძრო უსაფრთხოების პროექტი (41-ე დადგენილება)
▪️ მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები (732-ე დადგენილება)
▪️ საინჟინრო კომუნიკაციების პროექტი (ელ.გაყვანილობა, გაზმომარაგება, გათბობა გაგრილება-ვენტილაცია, წყალმომარაგება, წყალარინება).
▪️ ენერგოეფექტურობის დეკლარაცია