საწყობის პროექტი დიდ დიღომში
აღნიშნული III კლასის საწყობის მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის საჭირო გახდა შემდეგი ეტაპების გავლა:
○ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა
○ შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
○ მშენებლობის ნებართვის მოპოვება
-საპროექტო ობიექტის სტრუქტურისა და მოცულობით-სივრცითი დაგეგმარების აღწერა:
საპროექტო დოკუმენტაციით გათავლისწინებულია საწყობის (რკინის ნაკეთობების) მშენებლობა.
საპროექტო დოკუმენტაციით ხდება მიწის სამუშაოებიც რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული ნიადაგის მოჭრას. არსებული ნიადაგიდან გამომდინარე საპროექტო შენობა ტერასული ტიპისაა რომელიც შედგება 5 ნაწილისგან რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება შიდა კიბით.
საპროექტო დოკუმენტაციით შენობის საძირკველი იქნება წერტილოვანი, შენობის ფასადები დაიფარება თეთრი სენდვიჩპანელით, პატარა კარებები მოეწყობა შავი მეტალის, ხოლო დიდი სასაწყობე კარებები თეთრი სენდვიჩპანელის, გადახურვა მოეწყობა სენდვიჩპანელის (შინდისფერი), ფანჯრები განთავსდება თეთრი მეტალოპლასტმასის, შენობის ა-ვ ფასადზე განტავსებულია როგორც სასაწყობე კარებები ასევე ვიტრაჟები. პანდუსი მოეწყობა კანონმდებლობის მიხედვით.
მომზადებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
. არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფია
. დასაბუთების ელექტრონული
. გეოლოგიური კვლევა
. საინჟინრო გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
. არქიტექტურული პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტი
. კონსტრუქციული პროექტის გაანგარიშება ლირა საპრის გამოყენებით
. კონსტრუქციული სქემა/პროექტის საექსპერტო შეფასება
. მშენებლობის ორგანიზების პროექტი
. ტაქსაცია - მწვანე ნარგავების აღწერა/საექსპერტო დასკვნა
. დენდროლოგიური პროექტი
. საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემები შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით
. სახანძრო უსაფრთხოების პროექტი (41-ე დადგენილება)
. საინჟინრო კომუნიკაციების პროექტი (ელ.გაყვანილობა, გაზმომარაგება, გათბობა გაგრილება-ვენტილაცია, წყალმომარაგება, წყალარინება).