Our work strives to enhance our sense of surroundings, identity and relationship to others and the physical spaces we inhabit, whether feral or human-made.
აღნიშნული II კლასის ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის საჭირო გახდა შემდეგი ეტაპების გავლა:
○ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა
○ შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
○ მშენებლობის ნებართვის მოპოვება
დაგეგმარების საფუძველი და მიზანი:
პროექტის მიზანს წარმოადგენს ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის დაგეგმარება თანამედროვე გეგმარებითი პრინციპებით.
საპროექტო შენობა წარმოადგენს ინდივიდუალურ ერთბინიან საცხოვრებელ სახლს და საზაფხულო სახლს.
საპროექტო ტერიტორიას დასავლეთით ესაზღვრება მეორეხარისხოვანი საავტომობილო გზა, აღმოსავლეთით, ჩრდილოეთით დასამხრეთით კი სამეზობლო მიწის ნაკვეთები. შენობების განთავსება იგეგმება მიწის ნაკვეთის აღმოსავლეთ ნაწილში .
საცხოვრებელი სახლი მართხკუთხა ფორმისაა გაბარიტებით. შენობა მოიცავს ოთხ საძინებელს, ოთხ სველ წერტილს, მისაღებს, სტუდიოს ტიპის სასადილო-სამზარეულოს და ტექნიკურ ოთახს. შენობა ხასიათდება ქანობიანი გადახურვით.
საზაფხულო სახლი მოიცავს ერთ საძილე ოთახს, ორ სველ წერტილს (გარე და შიდა), სამზარეულო-სასადილოს და ნახევრად ღია სივრცეს ბუხრისთვის.
ფასადები მოპირკეთებულია ნაწილობრივ ფაქტურული ლესვა-ღებვით, ნაწილობრივ აგურით. ფაქტურული ლესვა-ღებვით ფასადი იფარება თეთრ. შენობის ღობე წარმოადგენს ბუნებრივის ქვით მოპირკეთებულ ბლოკის ღობეს, დახურული ნაწილით ხოლო სვეტები 2.20მ სიმაღლით. მეორე ხარისხოვანი გზის მხრიდან, უნდა მოეწყოს ერთ ფრთიანი საავტომობილო ჭიშკარი და საფეხმავლო მცირე კარი.
მომზადებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
. არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფია
. დასაბუთების ელექტრონული ალბომი
. გეოლოგიური კვლევა
. საინჟინრო გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
. არქიტექტურული პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტის საექსპერტო შეფასება
. მშენებლობის ორგანიზების პროექტი
. საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემები შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით