About Us

Our work strives to enhance our sense of surroundings, identity and relationship to others and the physical spaces we inhabit, whether feral or human-made.

Selected Awards
  • 2004 — Aga Khan Award for Architecture
  • 2009 — Mies van der Rohe Award
  • 2013 — AIA/ALA Library Building Award
  • 2015 — Best Interior, Designers Saturday
  • 2016 — AIA New York Honor Award

მრავალფუნქციური შენობის პროექტი ვარკეთილში

აღნიშნული III კლასის მრავალფუნქციული შენობის მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის საჭირო გახდა შემდეგი ეტაპების გავლა:

○ მიწის ნაკვეთზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმება
○ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა
○ შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
○ მშენებლობის ნებართვის მოპოვება

-საპროექტო ობიექტის სტრუქტურისა და მოცულობით-სივრცითი დაგეგმარების აღწერა:

პროექტი ითვალისწინებს მიწის დონიდან 18,6მ. სიმაღლის მრავალფუნქციური შენობის მშენებლობას. შენობის კონსტრუქციული სართულიანობა არის შვიდი, მათ შორის ერთი მიწისქვეშა სართულია.

მიწისქვეშა სართულის ნაწილზე გათვალისწინებულია საპარკინგე სივრცის მოწყობა, მეორე და მესამე სართულის ნაწილი დაეთმობა საოფისე ფართბს, ხოლო მეხუთე და მეექვსე სართული საცხოვრებელს. მეშვიდე სართულზე კი იქნება განთავსებული ტექნიკური სართული.

ავტოსადგომების რაოდენობა დათვლილია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მოთხოვნათა დაცვით , რომელიც განთავსებულია მიწისქვეშა სართულზე და საპროექტო ტერიტორიაზე.

მომზადებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

. არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფია
. დასაბუთების ელექტრონული
. გეოლოგიური კვლევა
. საინჟინრო გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
. არქიტექტურული პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტი
. კონსტრუქციული პროექტის გაანგარიშება ლირა საპრის გამოყენებით
. კონსტრუქციული სქემა/პროექტის საექსპერტო შეფასება
. მშენებლობის ორგანიზების პროექტი
. ტაქსაცია - მწვანე ნარგავების აღწერა/საექსპერტო დასკვნა
. დენდროლოგიური პროექტი
. საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემები შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით
. სახანძრო უსაფრთხოების პროექტი (41-ე დადგენილება)
. მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები (732-ე დადგენილება)
. საინჟინრო კომუნიკაციების პროექტი (ელ.გაყვანილობა, გაზმომარაგება, გათბობა გაგრილება-ვენტილაცია, წყალმომარაგება, წყალარინება).