თბილისის ისტორიულ ზონაში პროექტირება განსაკუთრებულ საინჟინრო სიზუსტეს მოითხოვს. ჩვენი გუნდის მიერ შემუშავებულმა კომპლექსურმა დოკუმენტაციამ წარმატებით გაიარა ყველა ეტაპი თბილისის არქიტექტურის სამსახურში — მშენებლობის ოფიციალური ნებართვა მიღებულია!
პროექტი სრულად დამუშავებულია BIM (Autodesk Revit) ტექნოლოგიით, რაც სამშენებლო კოლიზიების ნულოვან რისკს, ხარჯების ოპტიმიზაციას და არქიტექტურულ-საინჟინრო ნაწილების 100%-იან თანხვედრას უზრუნველყოფს.
📋 საპროექტო პაკეტი კომპლექსურად მოიცავს:
📐 არქიტექტურა და კვლევა: სრული არქიტექტურული პროექტი და ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა.
🏗️ კონსტრუქცია და ექსპერტიზა: კონსტრუქციული პროექტი (3D არმირებით), აკრედიტებული „A“ ტიპის ექსპერტიზა და მომიჯნავე ნაგებობებზე ზემოქმედების გაანგარიშება.
🔬 გეოლოგია და გეოდეზია:საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა ექსპერტიზით და რელიეფის ტოპოგრაფიული გეგმა.
⚡საინჟინრო ქსელები და უსაფრთხოება: სრული MEP მოდელირება, სახანძრო უსაფრთხოება (№41 და №732 რეგლამენტები) და ენერგოეფექტურობის დეკლარაცია.
🚗 ინფრასტრუქტურა და გარემო: საგზაო მოძრაობის ორგანიზება (სმო), დენდროლოგია/ტაქსაცია, მშენებლობის ორგანიზება (მოპ) და დემონტაჟის პროექტი.