About Us

Our work strives to enhance our sense of surroundings, identity and relationship to others and the physical spaces we inhabit, whether feral or human-made.

Selected Awards
  • 2004 — Aga Khan Award for Architecture
  • 2009 — Mies van der Rohe Award
  • 2013 — AIA/ALA Library Building Award
  • 2015 — Best Interior, Designers Saturday
  • 2016 — AIA New York Honor Award

ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი ვაზისუბანში

აღნიშნული II კლასის ინდივიდუალური ორბინიანი შენობის მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის საჭირო გახდა შემდეგი ეტაპების გავლა:

○ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა
○ შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
○ მშენებლობის ნებართვის მოპოვება

დაგეგმარების საფუძველი და მიზანი:

პროექტის მიზანს წარმოადგენს ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის დაგეგმარება თანამედროვე გეგმარებითი პრინციპებით.

პროექტის შინაარსობრივი აღწერა:

. ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის იატაკი შეესაბამება 0,00 ნიშნულს და აბსოლიტური ნიშნული შეადგენს 525,433 მ-ს. საპროექტო შენობა, სამ სართულიანია სარდაფის გარეშე, თანამედროვე იერსახის არქიტექტურით. შენობის პირველ სართულზე დაგეგმარებულია საერთო ავტოფარეხი. მეორე სართულზე საერთო ოთახი და სამზარეულო, კაბინეტი, სამი საძინებელი, სველი წერტილი, კიბის უჯრედი და აივანი. მეორე სართულზეც ანალოგიურად განთავსებულია საერთო ოთახი და სამზარეულო, კაბინეტი, სამი საძინებელი, სველი წერტილი, კიბის უჯრედი და აივანი.

შენობის ძირითადი სტრუქტურული სისტემის აღწერა:

. შენობა სამ სართულიანია და მისი ძირითადი სტრუქტურული სისტემა შედგება წერტილოვანი საძირკვლისაგან, რკინაბეტონის კარკასისაგან და თუნუქის გადახურვისაგან. კედლები შევსებულია 200 მმ იანი ბლოკის შემასებლით, რომლის ნაწილი შემდეგ შეფითხნულია და შეღებილია საფასადე საღებავით, ხოლო ნაწილი მოპირკეთებულია აგურის ფილებით.

მომზადებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

. არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფია
. დასაბუთების ელექტრონული ალბომი
. გეოლოგიური კვლევა
. საინჟინრო გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
. არქიტექტურული პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტის საექსპერტო შეფასება
. მშენებლობის ორგანიზების პროექტი
. საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემები შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით