აღნიშნული II კლასის ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის საჭირო გახდა შემდეგი ეტაპების გავლა:
○ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა
○ შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
○ მშენებლობის ნებართვის მოპოვება
დაგეგმარების საფუძველი და მიზანი:
პროექტის მიზანს წარმოადგენს ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის დაგეგმარება თანამედროვე გეგმარებითი პრინციპებით.
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს დუშეთისმუნიციპალიტეტში. პროექტი წარმოადგენს ორსართულიან შენობას სარდაფით.
სარდაფის სართულზე ჩავდივართ დამოუკიდებელი კიბის უჯრდით, რომელოიც მოწყობილია შენობის უკანა მხარეს.
შენობის პირველ სართულზე ვხვდებით ტერასის გავლით . აღნიშულ სართულზე განთავსებულია სტუდიოს ტიპის სამზარეულო, სასადილო და საერთო ოთახი, ასევე ორი საძინებელი და ერთი საერთო სველი წერტილი.
შენობის მეორე სართულზე ვხვდებით შიდა კიბით . ამ სართულზე განთავსებულია ერთი საერთო სველი წერტილი და სამი საძინებელი.საძინელიდან ვხვდებით აივანზე, რომელიც ფასადის წინამხარეს გამოდის.
მომზადებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
. არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფია
. დასაბუთების ელექტრონული ალბომი
. გეოლოგიური კვლევა
. საინჟინრო გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
. არქიტექტურული პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტის საექსპერტო შეფასება
. მშენებლობის ორგანიზების პროექტი
. საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემები შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით