Our work strives to enhance our sense of surroundings, identity and relationship to others and the physical spaces we inhabit, whether feral or human-made.
აღნიშნული II კლასის ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის საჭირო გახდა შემდეგი ეტაპების გავლა:
○ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა
○ შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
○ მშენებლობის ნებართვის მოპოვება
დაგეგმარების საფუძველი და მიზანი:
არქიტექტურული ნაწილის განმარტებითი ბარათი:
დაგეგმარების საფუძველი და მიზანი:
პროექტის მიზანს წარმოადგენს ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის დაგეგმარება თანამედროვე გეგმარებითი პრინციპებით.
მიწის ნაკვეთის მდებარეობა აღწერა:
. საპროექტო ტერიტორიის მისამართია ქ. თბილისი, შალვა ლოლაძის I ჩიხი. ტერიტორიაზე შევდივართ ნაკვეთის აღმოსავლეთის მხრიდან არსებული გზის საშუალებით. ნაკვეთს დანარჩენი სამი მხრიდან ესაზღვრება სამეზობლო ნაკვეთები.
პროექტის შინაარსობრივი აღწერა:
. ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის იატაკი შეესაბამება 0,00 ნიშნულს და აბსოლიტური ნიშნული შეადგენს 513,48 მ.-ს. საპროექტო შენობა, ორ სართულიანია სარდაფის გარეშე, თანამედროვე იერსახის არქიტექტურით. შენობის პირველ სართულზე დაგეგმარებულია საერთო ოთახი და სამზარეულო, ერთი საძინებელი, სველი წერტილი და კიბის უჯრედი და აივანი. მეორე სართულზე მოწყობილია საძინებლები, სანკვანძი და აივნები.
შენობის ძირითადი სტრუქტურული სისტემის აღწერა:
. შენობა ორ სართულიანია და მისი ძირითადი სტრუქტურული სისტემა შედგება წერტილოვანი საძირკვლისაგან, რკინაბეტონის კარკასისაგან და თუნუქის გადახურვისაგან. შენობა აღიჭურვება ამ ფუნქციის შენობისათვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიური მასალა-დანადგარებით.
მომზადებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
. არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფია
. დასაბუთების ელექტრონული ალბომი
. გეოლოგიური კვლევა
. საინჟინრო გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
. არქიტექტურული პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტის საექსპერტო შეფასება
. მშენებლობის ორგანიზების პროექტი
. საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემები შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით