About Us

Our work strives to enhance our sense of surroundings, identity and relationship to others and the physical spaces we inhabit, whether feral or human-made.

Selected Awards
  • 2004 — Aga Khan Award for Architecture
  • 2009 — Mies van der Rohe Award
  • 2013 — AIA/ALA Library Building Award
  • 2015 — Best Interior, Designers Saturday
  • 2016 — AIA New York Honor Award

ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის პროექტი მცხეთაში

აღნიშნული II კლასის ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის საჭირო გახდა შემდეგი ეტაპების გავლა:
○ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა
○ შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
○ მშენებლობის ნებართვის მოპოვება

დაგეგმარების საფუძველი და მიზანი:
პროექტი წარმოადგენს ორსართულიან ინდივიდუალურ ერთბინიან საცხოვრებელ სახლს რომელსაც დამატებით გააჩნია სარდაფის და მანსარდის სართულები.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის დაგეგმარება თანამედროვე გეგმარებითი პრინციპებით.
შენობა აბსოლუტური 0.00 ზღვის დონიდან მდებარეობს 516.40მ-ზე .
შენობის სტრუქტურას წარმოადგენს რკინა/ბეტონის გაძლიერებულ ფილა-საძირკველზე დაფუძნებული გაძლიერებული რკინის სვეტების და კოჭების, სტრუქტურული ჩარჩო, რომელიც შემოსაზღვრულია ბლოკის კედლების შემავსებლით. მეოთხე სართულზე მოწყობილია მანსარდის სართული, შესაბამისად შენობას აქვს დახრილი სახურავი, რომლზეც გამოყენებულია ღია ყავისფერი პროფილირებული თუნუქი შემომზღუდავად. ღიობებისთვის კი გამოყენებულია მეტალოპლასმასის ორმაგი მინაპაკეტის ფანჯრები. შენობა მთლიანადაა დათბუნებული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მასალათა მოპირკეთება და სისქეები კი ასახულია ჭრილებში, ფასადებზე და გეგმებზე ასევე ექსპლიკაციებში.

მომზადებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
. არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფია
. დასაბუთების ელექტრონული ალბომი
. გეოლოგიური კვლევა
. საინჟინრო გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
. არქიტექტურული პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტის საექსპერტო შეფასება
. მომიჯნავე შენობა-ნაგეობებზე ზეგავლენის კვლევა
. მშენებლობის ორგანიზების პროექტი