Our work strives to enhance our sense of surroundings, identity and relationship to others and the physical spaces we inhabit, whether feral or human-made.
აღნიშნული II კლასის ინდივიდუალური ორბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის საჭირო გახდა შემდეგი ეტაპების გავლა:
○ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა
○ შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
○ მშენებლობის ნებართვის მოპოვება
დაგეგმარების საფუძველი და მიზანი:
პროექტი წარმოადგენს ორსართულიან ინდივიდუალურ ერთბინიან საცხოვრებელ სახლს.
პროექტის მიზანს წარმოადგენს ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის დაგეგმარება თანამედროვე გეგმარებითი პრინციპებით.
შენობის პირველ სართულზე, რომელიც მიწის ნიშნულიდან 0.15 მ-ით არის აწეული, ვხვდებით რკინის ძირითადი კარის ან ავტოფარეხის საშუალებით. აქვე განთავსებულია სტუდიოს ტიპის სამზარეულო, სასადილო და საერთო ოთახი, ერთი საძინებელი, ერთი სველი წერტილი და ტექნიკური ოთახი. ამავე სართულზეა ბუხარიც და მოწყობილია უკანა ეზოში გასასვლელი კარები.
მეორე სართულზე ვხვდებით შიდა კიბით. ამ სართულზე განთავსებულია საერთო ოთახი, ორი საერთო მოხმარების სველი წერტილი და ექვსი საძინებელი, რომელთაგან ორს გააჩნია საკუთარი სველი წერტილი. თითოეულ ოთახს აქვს გასასვლელი აივნებზე, რომელიც შენობის წინა და უკანა ფასადებზეა მოწყობილი.
შენობის გადახურვა ბრტყელია, 3%-იანი დახრით. კიბის უჯრედის ბუნებრივი განათებით უზრუნველსაყოფად, სახურავზე მოწყობილია კარბოლუქსით გადახურული სივრცე.
შენობის ფასადების ძირითადი ნაწილი შესრულებულია თეთრი და რუხი ფერის ფაქტურული ლესვით. ასევე, მოპირკეთებულია ქვითა და ხის პანელებით. ღიობებში მოწყობილია მეტალო პლასტმასის რუხი ფერის მინაპაკეტი. აივნის მოაჯირების კარკასი ლითონისაა, ხოლო პანელი ნაწრთობი მინის. საპროექტო ტერიტორიაზე მანქანის სავალი ნაწილი მოიჭრას და მოიკირწყლოს დამკვეთის სურვილისამებრ.
მომზადებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
. არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფია
. დასაბუთების ელექტრონული ალბომი
. გეოლოგიური კვლევა
. საინჟინრო გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
. არქიტექტურული პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტის საექსპერტო შეფასება
. მშენებლობის ორგანიზების პროექტი
. საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემები შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით