Our work strives to enhance our sense of surroundings, identity and relationship to others and the physical spaces we inhabit, whether feral or human-made.
აღნიშნული II კლასის ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის საჭირო გახდა შემდეგი ეტაპების გავლა:
○ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა
○ შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
○ მშენებლობის ნებართვის მოპოვება
დაგეგმარების საფუძველი და მიზანი:
პროექტის მიზანს წარმოადგენს ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის დაგეგმარება თანამედროვე გეგმარებითი პრინციპებით.
საპროექტო შენობა წარმოადგენს ინდივიდუალურ ერთბინიან საცხოვრებელ სახლს,
საპროექტო შენობის აბსოლუტური ნიშნული ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში არის ±0.00=570.00. საპროექტო ტერიტორიას დასავლეთით ესაზღვრება მთავარი, ხოლო სამხრეთით მეორეხარისხოვანი საავტომობილო გზა, აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით კი სამეზობლო მიწის ნაკვეთები. შენობის განთავსება იგეგმება დასავლეთით საკადასტრო საზღვრიდან 1.49მ, აღმოსავლეთით საკადასტრო საზღვარზე, სამხრეთით 6.58მ ხოლოდ ჩრდილოეთით 4მ. ჩრდილოეთ მხარეს, შენობიდან საკადასტრო საზღვრამდე განთავსებულია ნახევრად ღია უკანა ეზო.
შენობა მართხკუთხა პარალელოგრამის ფორმისაა გაბარიტებით 16.30x7.90 . შენობა მოიცავს 3 საძინებელს, 2 სველ წერტილს, მისაღებს, სასადილო-სამზარეულოს,ნახევრად ღია დამხმარე ფართს და -2.40 ნიშნულზე სარდაფს. შენობა ხასიათდება ბრტყელი გადახურვით.
ფასადები მოპირკეთებულია ნაწილობრივ ფაქტურული ლესვა-ღებვით, ნაწილობრივ აგურით. ფაქტურული ლესვა-ღებვით ფასადი იფარება 3 ფერში, ღია და მუქი ნაცრისფერი და თეთრი. შენობის ღობე წარმოადგენს ნაწილობრივ
მწვანე ფერის სექცია ღობეს (სექციური ზომებით 1.50მ X 2.50მ), ხოლო ნაწილობრივ დახურული ბლოკის კედელს. მეორე ხარისხოვანი გზის მხრიდან, უნდა მოეწყოს ორ ფრთიანი საავტომობილო ჭიშკარი რომლის ცალ ფრთაშიც ასევე მოეწყობა საფეხმავლო მცირე კარი.
ასევე დასავლეთ ფასადის მხრიდან შენობის ეზოში ვხვდებით მცირე ზომის მილკვადრატისა და მწვანე ფერის სექციური ღობის ბადის კარით.
მომზადებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
. არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფია
. დასაბუთების ელექტრონული ალბომი
. გეოლოგიური კვლევა
. საინჟინრო გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
. არქიტექტურული პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტის საექსპერტო შეფასება
. მშენებლობის ორგანიზების პროექტი
. საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემები შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით