Our work strives to enhance our sense of surroundings, identity and relationship to others and the physical spaces we inhabit, whether feral or human-made.
ქორის საქმიანობა მოიცავს სრული საპროექტო მომსახურებისთვის საჭირო ყველა სერვისს, მათ შორის კი არქიტექტურული პროექტის მომზადება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სერვისია.
არქიტექტურული პროექტირების საწყის ეტაპზე ხორციელდება სივრცის დაგეგმარება, განისაზღვრება შენობის კონფიგურაცია, შენობის ფუნქციონალი და მრავალი სხვა ფაქტორი, რომელიც პროექტირების პირველივე ეტაპზე განსაზღვრავს პროექტირების მომავალ ეტაპებს.
არქიტექტურული პროექტი უნდა შეესაბამებოდეს: დამკვეთის სურვილებს, მიწის ნაკვეთის კონფიგურაციასა და კანონმდებლობის მოთხოვნებს.
არქიტექტურული პროექტირება, გარდა არქიტექტურული ნახაზის შექმნისა, მოიცავს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენიდან მშენებლობის ნებართვის მოპოვებამდე შემდეგ ცალკეულ ეტაპებსა და სერვისებს:
სპეციალური (ზონალური) შეთანხმება – სპეც. ნებართვა:
• დასაბუთების ელექტრონული ალბომის მომზადება
• საპროექტო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიის კვლევა
• აერო-ფოტო გადაღება
• საპროექტო შენობა/ნაგებობის ესკიზის მომზადება
გაპი – მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცებისათვის სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება:
• შენობის განთავსების გეგმა.
• საინფორმაციო დაფა – ბანერი.
• დაგეგმილი გამწვანების შესახებ განმარტებითი ბარათი.
არქიტექტურული პროექტის სანებართვო დოკუმენტაციის მომზადება:
• საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა (გენ. გეგმა)
• შენობა-ნაგებობის ყველა სართულისა და სახურავის გეგმები
• შენობა-ნაგებობის ჭრილები
• შენობა-ნაგებობის ფასადები
• ფოტომონტაჟი და აქსონომეტრიული ხედები
• შენობა – ნაგებობის “სავიზიტო” სურათები
• შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემა
დემონტაჟის ორგანიზაციის პროექტი