Our work strives to enhance our sense of surroundings, identity and relationship to others and the physical spaces we inhabit, whether feral or human-made.
აღნიშნული II კლასის ორი ინდივიდუალური ერთბინიანი შენობის მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის საჭირო გახდა შემდეგი ეტაპების გავლა:
○ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა
○ შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
○ მშენებლობის ნებართვის მოპოვება
აღნიშნული II კლასის ორი ინდივიდუალური ერთბინიანი შენობების გაბარიტები, კონფიგურაცია და არქიტექტურულ-მხატვრული იერი არის მაქსიმალურად მარტივი და მორგეგულია არსებულ სიტუაციას.
შენობა N1, წარმოადგენს სამსართულიან შენობას, რომლის პიირველ სართულზე მდებარეობს დახურული აუზი, საერთო ოთახი, სამზარეულო, წერტილი, ტექნიკური ოთახი კაბინეტი და კიბის უჯრედი, 2სართულზე განთავსებულია 4 საძინებელი, 3 აივანი დამხმარე სათავსოს ოთახი, 2 გარდერობი 3 სვ. წერტილი და კიბისუჯრედი, რომლიდანაც ავდივართ მესამე სართულზე არსებულ ტერასაზე.
შენობა N2 წარმოადგენს 2 სართულიან შენობას აქედან ერთი სარდაფის სართული და სახურავზე კი განთავსებულია საზაფხულო ფართი და ტერასა, ხოლო 0.00 ნიშნულზე განტავსებულია 3 საძინებელი 1 საერთო ოთახი სამზარეულოთი, ტექნიკური ოთახი, სველი წერტილი და კიბის უჯრედი.
კონსტრუქციული თვალსაზრისით შენობა წარმოადგენს კარკასული ტიპის ნაგებობას, რომლის საძირკველიც არის წერტილოვანი ტიპის.
შენობის გაბარიტები, კონფიგურაცია და არქიტექტურულ-მხატვრული იერი არის მაქსიმალურად მარტივი და მორგეგულია არსებულ სიტუაციას.
მომზადებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
. არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფია
. დასაბუთების ელექტრონული ალბომი
. გეოლოგიური კვლევა
. საინჟინრო გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
. არქიტექტურული პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტის საექსპერტო შეფასება
. მშენებლობის ორგანიზების პროექტი
. საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემები შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით