აღნიშნული II კლასის ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის საჭირო გახდა შემდეგი ეტაპების გავლა:
○ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა
○ შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
○ მშენებლობის ნებართვის მოპოვება
დაგეგმარების საფუძველი და მიზანი:
პროექტის მიზანს წარმოადგენს ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლის დაგეგმარება თანამედროვე გეგმარებითი პრინციპებით.
პროექტი წარმოადგენს ორსართულიან ინდივიდუალურ ერთბინიან საცხოვრებელ სახლს, პირველი კლასის დამხმარე ნაგებობასთან ერთად.
შენობის პირველ სართულზე, რომელიც მიწის ნიშნულიდან 0.15მ-ით არის აწეული, ვხვდებით რკინის ძირითადი კარის საშუალებით. აქ განთავსებულია სამზარეულო, საერთო ოთახი, ორი საძინებელი, ერთი სველი წერტილი და მარანი.
მეორე სართულზე ვხვდებით შიდა კიბით. ამ სართულზე განთავსებულია ერთი საერთო მოხმარების სველი წერტილი და ხუთი საძინებელი, რომელთაგან ერთს გააჩნია საკუთარი სველი წერტილი. საძინებელ #1-სა და საძინებელ #2-ს აქვს გასასვლელი აივანზე, რომელიც შენობის წინა ფასადზეა მოწყობილი. აივანზე, ასევე, ვხვდებით ჰოლიდან, კიბესთან მოწყობილი სვრცის გავლით.
შენობის გადახურვა ორქანობიანია და შესრულებულია რუხი ფერის თუნუქის ფირფიტით.
ფასადები დაფარულია ფაქტურული ლესვით. შეღებილია თეთრი და ყავისფერი საღებავით. აივნისა და ტერასის ჭერი მოპირკეთებულია ხის პანელებით. ღიობებში მოწყობილია ხის ფაქტურის მეტალოპლასტმასის მინა-პაკეტი. აივანს აქვს ლითონის მოაჯირი, რომელიც შეღებილია რუხი ფერის საღებავით.
დამხმარე ნაგებობა ერთსართულიანია. აქვს თეთრი ფერის მეტალოპლასტმასის ორი კარი და ორი ფანჯარა. ფასადი შესრულებულია ფაქტურული ლესვით და შეღებილია ყავისფრად. გადახურვა ერთქანობიანია და შესრულებულია რუხი ფერის თუნუქის ფირფიტით.
მომზადებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
. არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფია
. დასაბუთების ელექტრონული ალბომი
. გეოლოგიური კვლევა
. საინჟინრო გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
. არქიტექტურული პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტის საექსპერტო შეფასება
. მშენებლობის ორგანიზების პროექტი
. საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემები შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით