რეგულაციები და სტანდარტები მშენებლობისა და არქიტექტურის თანმდევია. ამ სოციალური, კულტურული და სხვა ფაქტორებით წარმოქმნილ წესებს გავლენა აქვთ შენობის ფორმასა და სტრუქტურაზე. აღნიშნული კი განსაზღვრავს დიზაინის თანხვედრას უსაფრთხოებასთან. 2017 წლიდან, საქართველოში ამოქმედდა შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები. 41-ე დადგენილების მოქმედება ვრცელდება III, IV და V კლასს დაქვემდებარებული შენობებისა და ნაგებობების დაგეგმარებაზე, მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაზე.