აღნიშნული III კლასის საწყობის მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის საჭირო გახდა შემდეგი ეტაპების გავლა:
○ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა
○ შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
○ მშენებლობის ნებართვის მოპოვება
-საპროექტო ობიექტის სტრუქტურისა და მოცულობით-სივრცითი დაგეგმარების აღწერა:
შენობის განთავსება იგეგმება ნაკვეთის ცენტრალურ ნაწილში. ის მართკუთხა ფორმისაა და მისი გაბარიტებია 65.80მ X 30.10მ.
რელიეფის სირთულიდან გამომდინარე, შენობა-ნაგებობა დაყოფილია სამ დონედ, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება როგორც გარე სამანქანო და ქვეითთა ბილიკებით,ასევე შიდა ბაქან ლიფტებით, კიბით და შშმ პირთა პანდუსებით. ასევე აღსანიშნავია, რომ მეორე დონის შიდა ფილა დაყოფილია ორ დონედ, რომლებიც უკავშირდება ერთმანეთს პანდუსით.
თითოეულ საწყობს გააჩნია მინიმუმ ორი მომსახურე კარი და ორი ქვეითისთვის განკუთვნილი კარი.
თითეულ საწყობში მოწყობილია საწყობის მომსახურე თითო სველი წერტილი.
საპროექტო შენობის ფასადი წარმოადგენს თეთრი და შავი ფერის სენდვიჩ პანელს, ასევე ნაწილი ფასადისა
მოპირკეთებულია შავი აგურით.
მომზადებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
. არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფია
. დასაბუთების ელექტრონული
. გეოლოგიური კვლევა
. საინჟინრო გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
. არქიტექტურული პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტი
. კონსტრუქციული პროექტის გაანგარიშება ლირა საპრის გამოყენებით
. კონსტრუქციული სქემა/პროექტის საექსპერტო შეფასება
. მშენებლობის ორგანიზების პროექტი
. ტაქსაცია - მწვანე ნარგავების აღწერა/საექსპერტო დასკვნა
. დენდროლოგიური პროექტი
. საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემები შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით
. სახანძრო უსაფრთხოების პროექტი (41-ე დადგენილება)
. მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები (732-ე დადგენილება)
. საინჟინრო კომუნიკაციების პროექტი (ელ.გაყვანილობა, გაზმომარაგება, გათბობა გაგრილება-ვენტილაცია, წყალმომარაგება, წყალარინება).