რელიეფის გონივრული ათვისებისა და არქიტექტურული ......... კომბინაცია.
აღნიშნული III კლასის მრავალფუნქციული შენობის მშენებლობის ნებართვის მოპოვებისთვის საჭირო გახდა შემდეგი ეტაპების გავლა:
○ მიწის ნაკვეთზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმება
○ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა
○ შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
○ მშენებლობის ნებართვის მოპოვება
მრავალფუნქციული შენობა შეადგენს 4 სართულიან ნაგებობას, რომლის პირველ 3 სართულზე განთავსებულია ინდივიდუალური ბინები, ასევე განთავსებულია სასაწყობო სივრცე, საგენერატორო და სახანძრო უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ოთახი.
მეოთხე სართულზე, კი განთავსებულია კომერციული სივრცე თავისი დამხმარე ოთახებით.
მომზადებული დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
. არსებული მდგომარეობის ამსახველი ტოპოგრაფია
. დასაბუთების ელექტრონული
. გეოლოგიური კვლევა
. საინჟინრო გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასება
. არქიტექტურული პროექტი
. კონსტრუქციული სქემა/პროექტი
. კონსტრუქციული პროექტის გაანგარიშება ლირა საპრის გამოყენებით
. კონსტრუქციული სქემა/პროექტის საექსპერტო შეფასება
. მშენებლობის ორგანიზების პროექტი
. ტაქსაცია - მწვანე ნარგავების აღწერა/საექსპერტო დასკვნა
. დენდროლოგიური პროექტი
. საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემები შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით
. სახანძრო უსაფრთხოების პროექტი (41-ე დადგენილება)
. მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები (732-ე დადგენილება)
. საინჟინრო კომუნიკაციების პროექტი (ელ.გაყვანილობა, გაზმომარაგება, გათბობა გაგრილება-ვენტილაცია, წყალმომარაგება, წყალარინება).